მესტიის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში თავში მოუვიდათ იდეა, განსაზღვრონ ქელეხის მენიუ. "ლაივპრესის" ცნობით, ქელეხის სუფრისთვის შვიდი სახეობის კერძი უნდა მომზადდეს. ესენია: კორკოტი, თევზი, ამოლესილი ლობიო, კერკაჟი ლობიო, მწნილი, ფლავი, კომბოსტოს, ჭარხლის ან ისპანახის ფხალი და პური. სასმელად ღვინო და გაზიანი სასმელი. ასეთივე მენიუ უნდა იყოს გასვენებამდელ "ნაფაანუნს" - სუფრაზე.
ინიციატივის თანახმად, ორმოცსა და წლისთავზე მარხვისას იმავე კერძებით უნდა გააწყონ სუფრა, ხოლო ხსნილის დროს - ხორცი, კუბდარი, ხაჭაპური, თაშმჯაბი, კვერცხი და კარზი, ტოლმა და ნამცხვარი, პური, დასალევად კი ღვინო და გაზიანი სასმელები.
დადგენილება მოიწონა მესტიის ძირძველი გვარების თემთა საბჭომ. ქელეხის სუფრის გაწყობის წესი სავალდებულო არ არის.