დღეს საზეიმოდ ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე, აქ ერთიანდება ჩვენი სიხარული, იმედები და საახალწლო ოცნებები

დღეს საზეიმოდ ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე, აქ ერთიანდება ჩვენი სიხარული, იმედები და საახალწლო ოცნებები

დღეს ჩვენ ვიმყოფებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე,სადაც საზეიმოდ ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე – სწორედ აქ ერთიანდება ჩვენი სიხარული, ჩვენი იმედები, ჩვენი საახალწლო ოცნებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად მთავარი ნაძვის ხე აანთო.

კახა კალაძემ დამდეგი ახალი წელი პირველ რიგში პატარებს, მომავალ თაობას, ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მიულოცა.

„მინდა წინასწარ მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა–ახალი წელი. მინდა ვუსურვო სრულიად საქართველოს მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წარმატება. ზოგადად, ჩვენ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, ძალიან ბევრი იყო პრობლემა, ძალიან ბევრი იყო სირთულე, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა, თუმცა არსებობს გამოწვევები. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი შემართებით, იმ სულისკვეთებით, იმ განწყობით, რაც დღეს ეს აქ არის, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით“,– განაცხადა თბილისის მერმა.