პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის განცხადებით, გუნდში არანაირი დაპირისპირება ან განხეთქილება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მუდმივად საუბრობენ ოპონენტები. კახა კალაძემ ამ საკითზე ტელეკომპანია “პალიტრის” ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
„აზრთა სხვადასხვაობა, ზოგადად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის. უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთ მოსაზრებაზე იყოს. ეს მიუღებელია გუნდისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა არის საკითხები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ საკითხზე გუნდში ყოველთვის არის ერთიანი პოზიცია
გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის. ამ განხეთქილებებზე ჩვენ რამდენიმე თვის წინაც ვისმენდით საუბრებს, რომ უმრავლესობაში დაპირისპირებაა და ა.შ. არანაირი დაპირისპირება უმრავლეოსობაში არ არის. – განაცხადა კახა კალძემ.