უთავმოყვარეო მამუკა ხაზარაძემ ფეხები აულოკა და კიდევ ერთი ადგილი ივანიშვილს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მაინც მიაქვს მისი „თიბისი ბანკი“, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმამიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ყველა მთავარ ქართულ ბანკს – „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკს“, „ლიბერთი ბანკს“ ივანიშვილი ისაკუთრებს და ახლა იგი „მთავარი მევახშე ხდება“.
„მამუკა ხაზარაძე ფეხებს ულოკავდა და მამუკა ხაზარაძეს ესე (თითებს აჩვენებს) მოისვრის ახლა, აპირებს რომ მთლიანად წაიღოს „თიბისი“ – ეს უთავმოყვარეო კაცი, ფეხები რომ აულოკა და კიდევ ერთი ადგილი არჩევნების წინ, ბოდიში ყველას… იმიტომ, რომ როცა უწვები ივანიშვილს, ბოლომდე დაგჩაგრავს და ბოლომდე მიგაჩმორებს, ეგ არის ყველა “პახანნი” და ქურდის და კადიროვის პრინციპი და ვინც თავს არ დაუხრის, როგორც დათო კირკიტაძე, საბოლოო ჯამში დათო აღმოჩნდება გამარჯვებული“, – ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილის ბრალდებებს და შეფასებებს სოციალურ ქსელში იურისტი სოფია ხორგუანი ეხმაურება:
“საბოლოოდ დავრწმუნდი, ამან თვითონ მოიფიქრა სიტყვა -სიტყვით და თვითონვე გაივრცელა ის ლეგენდა მის მიერვე ძუძუს მოჭმაზე. მისი სტილია. კუზი სწორდება, ეს არა. ყვავი თეთრდება, ეს არა. ბოლოჯერ ჩემს გვერდზე. დამთავრდა ეს. გადამილოცნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის“, – წერს ხორგუანი, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: “ამოუშვა ქვეცნობიერი ბოლომდე“