"თქვენ ახლა დაინახეთ ძალიან თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა უმრავლესობის, რომელებმაც გადაწყვიტეს დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა რაც კი არსებობს თქვენს მიმართ და ხელისუფლების მხრიდან", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს.
რომან გოცირიძიძის თქმით უმრავლესობა ნიანგის ცრემლებს ღვრის
"დღეს აქ ეს ადამიანები ღვრიან ნიანგის ცრემლებს როდესაც ესენი აფარებდნენ დანაშაულს ხელს და ხელს გვიშლიდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში. ერთი შეკითხვის დასმაც კი მაინც ვერ გაბედეს. ეს არის შემდეგი შეკითხვა. ბატონო გიორგი როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია, პატრული გვერდით, პირადად ჩემს საარჩევნო უბანში, იდგა ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად. ქურდებთან და მოქურდო ელემენტებთან ერთად მართავდნენ ქვეყანაში საარჩევნო პროცესს. გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?", - მიმართა გოცირიძემ გიორგი გახარიას.