"მადლობა უფალს, რომ ქოცად არ გამაჩინა" - გოცირიძე სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს:

„ჩემს პრეზიდენტს ვულოცავ დაბადების დღეს, მან ეპოქა შექმნა, ის ლეგენდაა, რომელსაც საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, დიდხანს სიცოცხლეს და ერთიან საქართველოში ბედნიერ სიბერეს. მადლობა უფალს, რომ ქოცად არ გამაჩინა და პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლად ვიწოდები. მადლობა 9 წლისთვის ბატონო პრეზიდენტო " - წერს მეგი გოცირიძე.