კირილი ილია მეორეს სთხოვს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიაროს

კირილი ილია მეორეს სთხოვს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ აღიაროს

რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს არასრული ტიტულით მოიხსენიებს და სთხოვს არ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. წერილში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე არასრული ტიტულითაა მოხსენიებული. ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

წერილში არ არის მითითებული, რომ ილია მეორე ასევე ატარებს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებას.

რუსეთის პატრიარქის მიმართვა უკრაინის გაერთიანებულ კრებას ეძღვნება. ის მოუწოდებს სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია არ აღიარონ.

კირილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელმა კრებამ დიდი ჭრილობა მიაყენა მართლმადიდებლობას მთელს მსოფლიოში. განმარტებების გაკეთება უჭირთ საქართველოს საპატრიარქოში და ამბობენ რომ ამგვარ ქმედებას რუსული მხარე მანამდეც მიმართავდა.

„ზოგადად ხდება ხოლმე ასე მაგრამ მათი მხრიდან სისტემატურად ასე არის, რაღაც კუთხით ამის გამართლება შეუძლიათ მათ" - ამბობს დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე.