"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2017-2018 წლებში პარლამენტარებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, ბოლოს შევსებული უახლესი დეკლარაციების თანახმად, საჩუქრები მიიღეს "ქართული ოცნების" შემდეგმა დეპუტატებმა:
დავით მათიკაშვილს მამამ 120 000 დოლარი აჩუქა, კახა ოქრიაშვილს შვილმა წილი, რომლის ღირებულებაც დეკლარაციის მიხედვით 1 250 000 ლარს შეადგენს, ნინო წილოსანს მამამ აჩუქა 100 000 ლარი, ზაზა გაბუნია კი ოჯახის წევრმა 56 000 აშშ დოლარი აჩუქა.
კანონის მიხედვით, თანამდებობის პირს არ ეკრძალება საჩუქრის მიღება, თუმცა მოქმედებს გარკვეული სახის შეზღუდვები.
საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა - 5%-ს.
თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში მიუთითოს მისი/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს.
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დეპუტატები ვალდებული არიან მიღებულ საჩუქრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტსაც, კერძოდ ეთიკის საბჭოს.