სტალინი, სააკაშვილი, ალასანია, მელია.... - 21 დეკემბერს დაბადებული ქართველები

სტალინი, სააკაშვილი, ალასანია, მელია.... - 21 დეკემბერს დაბადებული ქართველები

როგორც ჩანს, 21 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს დაიბადნენ ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს ქალაქ გორში, ბესარიონ ჯუღაშვილისა და ეკატერინე გელაძის ღარიბ ოჯახში. 1922 წელს სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს და ამ პოსტზე ის 30 წელზე მეტხანს დარჩა. გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია მოსკოვში.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, განათლებით ექიმი, მეცნიერებათა კანდიდატი და თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორია. დედა, გიული ალასანია, პროფესიით ისტორიკოსია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ყველაზე უფროსია. მიხეილ სააკაშვილს დღეს 51 წელი შეუსრულდა.

ირაკლი ალასანია - დაიბადა 1973 წლის 21 დეკემბერს. ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალასანია თავდაცვის მინისტრად აირჩიეს. ეს თანამდებობა ალასანიას 2014 წლამდე ეკავა.

21 დეკემბერს არის დაბადებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, მელია დღეს 40 წლის გახდა.