"მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს, რომელიც მოსიყვარულე პანჩურით გააგდებს სახლში"

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია შს მინისტრს გიორგი გახარიას "ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭს" უწოდებს. გამსახურდიას განცხადებით, ‘’უსუსური და უნიათო ბრბო მამას ეძებს ბიძინა ივანიშვილის სახით".

"მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს...

ჯერ იყო და კახა თარგამაძე, ყოფილი "ობეხეეშნიკი", ბარმენებს რომ დასდევდა და ასი გრამი არყისთვის იჭერდა, გახდა რკინის კაცი და ქვეყნის საფუძველი. მერე ვანო იყო, მერაბიშვილი, ერთი უცნობი არასამთავრობოს წევრუკა და პროვინციული გაზეთის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც საქართველოს ხერხემალი გახდა. ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მისი რუსული ფირმების ნათანამშრომლარი, რომელსაც ხან ჟოფრეს იმიჯს არგებენ და ხან - ქარიმან სეტიელის...

ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გული შეუწუხდებოდა ამ ყველაფერზე... მაგრამ უსუსური და უნიათო ბრბო მამას ეძებს, რომელიც მას უმფარველებს, თავზე ხელს გადაუსვამს და შემდეგ მოსიყვარულე პანჩურით გააგდებს სახლში. შეიძლება მერე თვალი ჩაუპაჭუნოს კიდეც", -  წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ,  14 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა - კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურაში შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნაა მოხდეს ზვიად გამსახურდიას  მკვლელობის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა.

2018 წლის 31 დეკემბერს გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხადაზმულობის 25-წლიანი ვადა იწურება.