დავით კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დავით კირკიტაძე დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემთან იყო ჩამოსული, სამი თუ ოთხი დღით ადრე. დათო არის მთავარი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“, რეგიონული მდივანი. რუსთავში კირკიტაძემ გამოგლიჯა ივანიშვილს გამარჯვება. და რა ხდება? კირკიტაძეს ნებისმიერი საბაბით ითრევენ რაღაც დაპირისპირებაში და შემდეგ უშვებენ რამდენიმეწლიანი მუხლით დღეს საპატიმროში. კირკიტაძის ნაცემი ადამიანი არავის არასდროს უნახავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.