გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ. მინისტრი პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი –  ხორავას ქუჩის ტრაგედია იქნება. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ინფორმაციით,შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.

ამასთან, როგორც პირველ არხს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის დღეს პარლამენტში მისვლას გეგმავს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს გიორგი გახარიასთან კითხვები ექნებათ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებაზე. უმცირესობას შს მინისტრთან კითხვები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც აქვთ.