სააკაშვილისნაირი დურაკის წყობიდან გამოყვანისთვის ერთი ლოგიკური კითხვაც საკმარისია!

სააკაშვილისნაირი დურაკის წყობიდან გამოყვანისთვის ერთი ლოგიკური კითხვაც საკმარისია!

ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე გადაცემა “პოლიტმეტრს” და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩართვას სოციალური ქსელის გვერდზე ეხმაურება.

”სააკაშვილისნაირი დურაკის წყობიდან გამოყვანისთვის ერთი ლოგიკური კითხვაც საკმარისია! განსაკუთრებული, თითქოს არაფერი! – ჟურნალისტმა იკითხა ის, რაც უნდა ეკითხა და რაც ნორმალური მედიისთვის ჩვეულებრივი ამბავია! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გადაცემის მეორე ნაწილში ლევან გოგიჩაიშვლთან მისმა დიალოგმა ბევრი დატოვა პირდაღებული, ისევ იმ უცნაური ობიექტურობის გამო!

აშკარაა და დარწმუნებული ვარ, არც მიშა ელოდა ამ დონის ღალატს და ეს მიზეზი იყო, ჟიჟილაშვილს ორღობის ჭორიკანა რომ უძახა!

ცხადია, ლოგიკური კითხვა, – რა შეიცვალა? სად იმალებოდა ასეთი ობიექტური პოზიცია ერთი წლის და თუნდაც ერთი თვის წინ?!

არა, მე კი ვიცი რაც შეიცვალა და ისიც ვიცი, ნიავმა საიდან დაუბერა, მაგრამ ჩემი სათქმელი ასეთია:

ყბადაღებული ჟურნალისტური სინდისი განყენებული ცნება არ არის! სინდისი ადამიანს უნდა ჰქონდეს!” – წერს ხაჩიძე.