საგანგაშო დასკვნა: 700-მდე კათოლიკე მღვდელი ბავშვების გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

საგანგაშო დასკვნა: 700-მდე კათოლიკე მღვდელი ბავშვების გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

ილინოისის შტატში ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალი 690-მდე კათოლკე მღვდელს დასდეს. ამის შესახებ პროკურატურის დასკვნა მოწმობს. Associated Press-ის ცნობით, მანამდე ილინოისის ეპარქიებმა 185 მღვდელის სახელი გამოაქვეყნეს, რომლებსაც ეკლესიის აზრით, საფუძვლიანად წაუყენეს ბრალი პედოფილიაში, თუმცა პროკურატურამ დაადგინა, რომ ეკლესიამ სულ მცირე 500 მღვდელზე მიიღო საჩივარი, თუმცა ამის შესახებ არ განაცხადა.

„ეკლესიას არ უცდია გამოეძიება, აიგნორებდა საჩივრებს ან ხელს აფარებდა დამნაშავებს“, – განაცხადა ილინოისის გენპროკურორმა ლიზა მედიგანმა.