"ხელისუფლებავ, სადამდე უნდა აიტანო ეს ბანძი მურთხები"? - ლაგაზიძე ურეკის მიწების მიტაცებაზე

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე ურეკსა და შრომაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აუქციონზე უკანონოდ გამოტანილ და მათი საახლობლო-სანათესაოს მხრიდან მის გაცილებით დაბალ ფასებში შეძენას ეხმაურება:

"აქა ამბავი იმისა, როგორ გაყიდა უკანონოდ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ურეკის ტროტუარები საკუთარ სიძეზე - დისშვილის ქმარზე - ბახვა ჩხარტიშვილზე. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არაკანონიერად ცნო საკრებულოს გადაწყვეტილება ურეკის ტროტუარების გაყიდვის თაობაზე;

მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაეთანხმა ურეკის ტროტუარების გარეშე დატოვებას მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩიას ოჯახის ამოუპირავი ინტერესები და კორუფციული გარიგეგები მათთვის სამართალზე და კანონზე მაღლა აღმოჩნდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ეს საქმე შემდეგი მოსამართლეების მონაწილეობით განიხილა: ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი.

საინტერესოა, რომ ამავე კოლეგიამ ამავე შემადგენლობით ანალოგიურ საქმეზე ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილება გაუქმა და უფლება არ მისცა ქალაქ ოზურგეთის მერიას ტროტუარები გაესხვისებინა. ისმის კითხვა, რატომ მოიქცნენ მოსამართლე ხომერიკი და მისი თანამეინახეები ასე: იმიტომ ხომ არა, რომ მოსამართლე ხომერიკის ძმა, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი ირაკლი ხომერიკი 2018 წლის მარტში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დააკავეს და მასზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით. ხომ არ გადაწყვიტა ხათუნა ხომერიკმა დავით დარჩიასთან და - არა მხოლოდ - უკანონო გარიგებით საკუთარ ძმას ხვედრი შეუმსუბუქოს?!

ვინ მიაღებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება, ამას რომ დარჩიას დონე არ ეყოფოდა.

საქართველოს ხელისუფლებავ, საინტერესოა სადამდე უნდა აიტანო ეს ბანძი მურთხები და სადამდე უნდა იწმინდო ამ ხორცმეტების მიერ ნასროლი ტალახი?! გსიამოვნებს ამ როლში ყოფნა?" - წერს ლაგაზიძე.