"ქობულიამ ფარები ჩააქროს, ლამპას დაუწიოს და რაც დარჩა ისიც არ გაყიდოს" 

სამოქალაქო აქტივისტმა ლევან ლორთქიფანიძემ “ტვ პირველის” ეთერში ეკონომიკის მინისტრზე გიორგი ქობულიაზე ისაუბრა:

"მთავარი გამოწვევა, რასაც ახლა ვხვედავთ არის ის, რომ მულტიმილიონერმა გიორგი ქობულიამ ფარები უნდა ჩააქროს, ლამპას უნდა დაუწიოს და რაც დარჩა ამ სახელმწიფოს ისიც არ უნდა გაყიდოს სხვადასხვა ოფშორულ თუ რუსეთში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებზე.

საზოგადოებრივ ასპარეზზეც არის გამოწვევები. დაწინაურებულები არიან ლედი მაკბეტის ტიპის ადამიანები. ლედი მაკბეტი იყო მატყუარა, სხვებს სწამებდა ცილს, იყო მკვლელი, ტვინს უწამლავდა მის ახლობლებს და თავის ირგვლივ მყოფ ადამიანებს და ბოლოს გაგიჟდა და ყველა იმსხვერპლა საკუთარი თავით დაწყებული. ამ საფრთხის წინაშე დგას ბევრი ადამიანი. შეიძლება ჩვენც გადაგვედოს ის შხამი და უბედურება, რაც ტრიალებს", – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.