"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს მალე აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატის მანდატს ჩამოართმევენ. ამ საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ. ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის ჩამორთმევის მიზეზად გაცდენები სახელდება.
ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ბიზნესმენი უმაღლესი საბჭოს სხდომებს არ ესწრება. ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსიდან" მოხვდა, ისევე როგორც მისი მეუღლე - ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში, რომელმაც "პატრიოტების" ფრაქცია ცოტა ხნის წინ დატოვა.
ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, უმაღლეს საბჭოს ცალკეული დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დგება, თუ დეპუტატი სამ თვის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით სხდომებს არ დაესწრება