ნათია მეზვრიშვილი : “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება…”

ნათია მეზვრიშვილი : “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება…”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარია პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებს.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მინისტრი მზად არის პასუხი გასცეს როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების აბსოლუტურად ყველა კითხვას.

„დეპუტატებმა პარლამენტში დაგვიბარეს. შეკითხვა აქვს არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ უმრავლესობასაც. კითხვები ეხება მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას ვესაუბროთ იმ საკითხებზე, რაზეც მინისტრის მიმართ შეკითხვები არსებობს და ყველა დეპუტატის კითხვას გავცეთ პასუხი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში რეგლამენტის იმ პროცედურით მოდის, რომლის მიხედვით, მინისტრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს.