“გია ვაშაძის კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა იყო”, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.
“გია ვაშაძის კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა იყო და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი. შიგნით გვქონდა ბევრი კამათი და აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი. ვინც ეწინააღმდეგებოდა, მერე იმათაც აღიარეს, რომ გია ვაშაძე იყო მართლაც ძალიან მაგარი კანდიდატი.
ახლა დგება მესამე ეტაპი. მებრძოლები უნდა ვიყოთ ყველანი. არ უნდა იყოს ცალკე ვაშაძე, სააკაშვილი”, – განაცხადა სააკაშვილმა ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას, უფლებადამცველი დაჩი ცაგურია “ფეისბუქის” გვერდზე სარკასტული პოსტის ეხმაურება:
“ჩვენ კიდევ დამოუკიდებელი გვეგონა გრიოლი… ეს “პატიოსანი” კაცუნა ამტკიცებდა დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ გაერთიანებული მეთვითონებისო. არა მაინც არ გვჯერა, მე მწამს რომ მაინც დამოუკიდებელი იყო, უბრალოდ იყო მიშაზე დაკიდებული,” – წერს ცაგურია.