“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“სააკაშვილის მმართველობის წლებია. ყველაზე მძიმე წლები. შავი. ჟურნალისტთა ჯგუფი ბრიუსელში ჩავედით. რეჟიმის დანაშაულებების ამსახველი დოკუმენტური ფილმები უნდა ვაჩვენოთ ევროდეპუტატებს. ელჩი სალომე სამადაშვილია. პრეზენტაციის წინ ჩვენი ემიგრანტები გვატყობინებენ, რომ სამადაშვილის დავალებით ყველა ევროდეპუტატმა და ქართველმა ემიგრანტმა მიიღო სატელეფონო და საფოსტო მესიჯი:” ნუ დაესწრებით ქართველი ჟურნალიტების ფილმების ჩვენებას. ისინი საქართველოს მტრები არიან!” მახსოვს, მაშინ წერილით საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ, ცხადია, ამაოდ! ეს ქალბატონი სააკაშვილის რეჟიმის ელჩი იყო, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა ევროატრუქტურებში და მუდმივად ხელს აფარებდა რეჟიმის სისასტიკეს. ის იყენებდა ელჩის სტატუსს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც დასჯადი ქმედებაა.
სწორედ ამავე ვიზიტისას ბრიუსელში, ქუჩაში ფოტოს გადაღება გადავწყვიტეთ. დახმარება იაპონელ ტურისტს ვთხოვეთ. გვიყურებს, გვეუბნება:
“მოემზადეთ”… კიდევ გვიმეორებს იგივეს… ბოლოს ფოტოაპარატი დაწია და გვეკითხება:” თქვენ რომელი ქვეყნიდან ხართ, რა ხდება ასეთი თქვენს ქვეყანაში, არც ერთი თქვენგანი არ იღიმის”… გვინდოდა ღიმილი, მაგრამ დაგვავიწყდა, ეს როგორ ხდება… გადავეჩვიეთ და ისეთი ტრაგიკული სახეებით ვიდექით, იაპონელი ტურისტი შეძრწუნდა. აი, ეს წლები გამოვიარეთ… და კიდევ ის მზაკვარი, უსინდისო, ერისა და ქვეყნის გამყიდველი ხალხი რომ წესიერებაზე გვმოძღვრავს, უსამართლობის მწვერვალია” , – წერს ინაშვილი.