მოურინიო:

მოურინიო: "მომავალი მანჩესტერის" გარეშეც მაქვს"

ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერიდან“ დათხოვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ ამით არცერთი მხარისთვის არაფერი დასრულებულა.

„მანჩესტერს ჩემს გარეშე მომავალი აქვს და მეც მაქვს მომავალი „მანჩესტერის“ გარეშე. არ მინდა ჩემი გრძნობები გავაზიარო, თუნდაც გულშემატკივრებთან. სანამ ფეხბურთში დავბრუნდები, თავისუფლად ცხოვრების უფლება მაქვს. ეს არის ის, რისი გაკეთება ახლა მინდა. "მანჩესტერი" წარსულია“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო „მანჩესტერში“ 2016 წლიდან მუშაობდა და დაკავებული პოსტიდან 18 დეკემბერს გაათავისუფლეს. პორტუგალიელს „ოლდ ტრაფორდზე“ ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი შეცვლის.