ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი პარტიული ტელევიზია მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს, თითქოს ხელისუფლებამ მხოლოდ ქალი პოლიციელები დააყენა სასამართლოს წინ. თუმცა, ამ სიცრუეზე მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობა ქალებს და ბავშვებს უკიდურესად დისკრიმინაციული გამონათქვამით მოიხსენიებს.
ქალი, დედა, ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ ითვლებოდა საუკუნეების განმავლობაში და მას არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმ პოლიტიკოსების მიერ ბავშვის და ქალის დაკნინების მცდელობა მხდალად და ლაჩრად სწორედ ამ უღირსი, დისკრიმინაციული განცხადების გამკეთებელს წარმოაჩენს, რომელიც ცდილობს ბავშვი და ქალი დააკნინოს.