“რა სირცხვილია…” – ნინო წილოსანი ზაალ უდუმაშვილზე

“რა სირცხვილია…” – ნინო წილოსანი ზაალ უდუმაშვილზე

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, გურჯაანის რაიონში აქციაზე მობილიზებულ პოლიციელ ქალებთან დაკავშირებით სექსისტური განცხადება გააკეთა:

“დღეს ჩვენ გვყავს მხდალი და ლაჩარი ხელისუფლება. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში. შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ? პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? ამათ მახინჯ ფანტაზიას უკვე ზღვარი აღარ აქვს,”– განაცხადა უდუმაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სექსისტურ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობი დეპუტატი, ნინო წილოსანი ეხმაურება და აღნიშნულს “სირცვილს” უწოდებს.

“ზაალ უდუმაშვილისთვის ქალი და ბავშვი პოლიციელი ერთი და იგივეა, რა სირცხვილია …” , – წერს ნინო წილოსანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის, სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის პარალელურადაც სასამართლოს წინ გაერთიანება “ძალა ერთობაშია” საპროტესტო აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავებიც, წინა ხაზზე კი, ქალი პოლიციელები ჰყავთ დაყენებული.

ამასთან, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.