დღეს, 20 დეკემბერს ფიფას წლის საბოლოო რეიტინგი გამოქვეყნდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით 89-ე პოზიციას იკავებს, არადა გასულ წლის ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილზე იყო.
29 ნოემბრის განახლების შემდეგ რეიტინგში ცვლილებები არ არის, რადგან მას შემდეგ სანაკრებო თამაშები არ ყოფილა.
სიას კი სათავეში ბელგიის ნაკრები უდგას, რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს ერთა ლიგის პლეი-ოფში - ბელორუსი 1317 ქულით 76-ეა.
მსოფლიო რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1(1). ბელგია - 1727
2(2). საფრანგეთი - 1726
3(3). ბრაზილია - 1676
4(4). ხორვატია -1535