შეიძლება წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე, მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია და მე ეს არ მინდა

შეიძლება წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე, მაგრამ ეს ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია და მე ეს არ მინდა

უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს, - ამის შესახებ დავით კირკიტაძემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებამდე, სხდომათა დარბაზში განაცხადა.

"შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა," - განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძემ ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი მოვლენებიც გაიხსენა.

"მე ჩემი საქციელით დავამტკიცე, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ჩემი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ არის დადებითი და არანაირი განზრახვა მათი შეურაცხყოფის არ მქონია. უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.