ვანდა ნარამ, რომელის მილანის "ინტერის" კაპიტნის, მაურო იკარდის მეუღლე და ასევე აგენტიც გახლავთ, იტალიურ მედიას განუცხადა, რომ იკარდის მიმართ ინტერესს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინის "იუვენტუსი" იჩენდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ბებერი ქალბატონის" წარმომადგენლები ნარას დაუკავშირდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა.
„ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დრო იკარდი „ინტერიდან“ ცალი ფეხით წასული იყო. „იუვე“ დაგვიკავშირდა და გვითხრეს, რომ რონალდუსთან დუეტისთვის იკარდი უნდოდათ. თუმცა, ჩვენ უარი ვთქვით. საბოლოოდ, რონალდუ მართლაც იყიდეს“, - თქვა ნარამ.
25 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "ნერაძურის" შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.