ჯერ კიდევ ზაფხულში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ხსნის "ნაიკის" ფირმის ყუთს, იღებს საკალათბურთო ბოტასს და... მასზე ვხედავთ საქართველოს დროშას, წარწერას Represant და 7 ნომერს.
Represant ქართულად წარმოდგენა, ღირსების დაცვაა. ჰოდა, ბექამაც თავის "პოსტს" მიაწერა: ერთი სული მაქვს, როდის დავიცავ საქართველოს ნაკრების ღირსებას.
მან ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ესტონეთთან და ისრაელთან მატჩებში, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა ნაკრებში. გაიმარჯვა კიდეც.
იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოსდროშიანი ფეხსაცმლით წარმატებული სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს უახლოესი მატჩი 21 თებერვალს საბერძნეთში ელის, სამ დღეში კი, 24 თებერვალს ესტონეთი თბილისში გვეწვევა.