იურგენ კლოპი:

იურგენ კლოპი: "ბაიერნი" დიდი კლუბია, მაგრამ ბუნდესლიგას ყველაზე კარგად ვიცნობ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია. ინგლისური "ლივერპულის" მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იქნება, რომელსაც "წითლების" დამრიგებელი კარგად იცნობს და მათთან ჩემპიონთა ლიგის ფინალიც კი აქვს წაგებული.

იურგენ კლოპის თქმით, "ბაიერნი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ის ბუნდესლიგას ყველაზე კარგად იცნობს.

"კარგი, მაგრამ რთული მეტოქეა. ჩემთვის გერმანიაში დაბრუნება შესანიშნავია. მატჩისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო გვაქვს და იმედია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად იქნება. ეს "ბაიერნი" განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელსაც მე ვეთამაშებოდი. აქ სამი წელია ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ატმოსფერო, სტადიონი შესანიშნავი იქნება. "ბაიერნის" დომინაცია გერმანული ფეხბურთის აღმასვლის ხანას დაემთხვა. ის დიდი კლუბია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბუნდესლიგას ყველა ქვეყნის ლიგაზე უკეთესად ვიცნობ. მოუთმენლად ველოდები ამ მატჩებს" - განაცხადა იურგენ კლოპმა "ლივერპულის"ოფიციალურ გვერდთან საუბრისას.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი სტარტს 12 თებერვალს აიღებს.