AS.com-ის ცნობით, 21 წლის "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდი მალკომიმ შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის შეძენით რამდენიმე ჩინური კლუბია დაინერესებული.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა "ბარსელონას" ბრაზილიელ ფორვარდში 65 მილიონი ევრო შესთავაზა.
"ბარსელონამ" 2018 წელს "ბორდოდან" მალკომი 40 მილიონ ევროდ შეიძინა. შემტევმა "ბარსას" მაისურით ცხრა შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.