სკარლეტი და დედამიწელები

სკარლეტი და დედამიწელები

ამერიკელი მსახიობი ქალი – სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი როლებით ნამდვილად  განებივრებულია, სულ მალე, ახალ ფილმში, ორიგინალური სახელწოდებით: “კანქვეშ“ უცხოპლანეტელის როლს შეასრულებს. ამ  ფანტასტიკური თრილერის ჟანრის ფილმს,  ბრიტანელი რეჟისორი –  ჯონათან გლეიზერი გადაიღებს.

ფილმის პროდიუსერისა და პროექტის ხელმძღვანელების თქმით, სკარლეტ იოჰანსონი უცხოპლანეტელის როლს შეასრულებს, რომელიც დედამიწაზე შემთხვევით მოხვდება და მრავალ დამაინტრიგებელ თავგადასავალში აღმოჩნდება.

სკარლეტ იოჰანსონის გმირი, გარეგნულად ძალიან მომხიბვლელი ქალის ნიღბის უკან თავის გაუმაძღარ სექსუალურ ლტოლვას ფარავს, თუმცა, დედამიწაზე ცხოვრება მასზე დადებით გავლენას მოახდენს და საბოლოოდ, ჩვენი პლანეტის მკვიდრნი,  მასში ინტერესსა და თანაგრძნობას გამოიწვევს.

სკარლეტ იოჰანსონი ამჟამად 26 წლის გახლავთ და, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს ქალად არის აღიარებული.