ცნობილი ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო თავის საქმიანობაში დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
ცოტა ხნის წინ მან ამერიკული კინოს ინსტიტუტის უმაღლესი ჯილდო მიიღო და აშშ-ის კინემატოგრაფის ცოცხალი ლეგენდა უწოდეს.
აღმოჩნდა რომ მსახიობი ჩინებული კულინარიც ყოფილა.
რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში საჭმლისა და მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ალ პაჩინოც გამოჩნდა. 72 წლის კინომსახიობმა სახალხოდ სტეიკი მოამზადა. იქ მყოფი საზოგადოების მტკიცებით, ალ პაჩინო უბადლო მზარეული ყოფილა.
საინტერესოა რომ ბატონი ალ პაჩინო ფესტივალზე მტვრიან ტანსაცმელსა და ქუსლებმოქცეულ ფეხსაცმელში გახლდათ გამოწყობილი. ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ვარსკვლავს ასაკი მოეძალა და საკუთარ გარეგნობას და ჩაცმის სტილს ყურადღებას აღარ აქცევს.