ვერონიკა „საავიაციო წისქვილებს“ შეეჭიდა

ვერონიკა „საავიაციო წისქვილებს“ შეეჭიდა

 

საქართველოში მუდმივად ასეა - მთავრობა თავისი მუყაითობის დასადასტურებლად რომელიმე მიმართულებით მუშაობას ააქტიურებს, ვრცელდება დამაიმედებელ ინფორმაციები, მიმდინარეობს შეხვედრები ინვესტორებთან, ფორმდება მემორანდუმები, ხელშეკრულებები და უცებ ირკვევა, რომ სწორედ ამ მიმრთულებით საკმაოდ არასახრბიელო ვითარებაა.

 

ამჯერად ამგვარი ვითარება ავიაციაში შეიქმნა. ბოლო დროს ეკონომიკის მდგრადი მინისტრი ათასგვარ ავიამოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ დარგის კრიზისიდან გამოყვანა ჯერ ვერ ხერხედება. მაგათილად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“.

 

აღნიშნული დოკუმენტით შეზღუდვები იხსნება ორივე ქვეყნის ავიაგადამზიდავების რაოდენობაზე, ფრენების სიხშირესა და დანიშნულების პუნქტებზე.

 

„აბსოლუტურად ყველა ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება, იფრინოს ბრიტანეთიდან საქართველოში და საქართველოდან ბრიტანეთში. ნებისმერ ქართულ და ბრიტანულ ავიაკომპანიას საშუალება ეძლება, ასევე, შიდა რეისებიც განახორციელოს ბრიტანეთსა და საქართველოში. შეთანხმების თანახმად, ქართულ ავიაკომპანიას საშუალება ეძლევა ლონდონიდან ედინბურგში გადაფრინდნენ, რაც ამ სფეროში კონკურენციას შექმნის და დაარეგულირებს ტარიფებს“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

 

ხელმოწერილი დოკუმენტი ავიაგადამზიდავებს საშუალებას აძლევს საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ მომსახურეობის ტარიფი. რამდენიმე დღის წინათ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“. ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, რეისები განახორციელონ წინასწარ დადგენილი კვოტების გარეშე. ამასთან, ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევაათ საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ ფრენის სიხშირე და მომსახურების ტარიფი.

 

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მარტო ხელშეკრულება ვერაფერს იზამს, თუ ბაზარმაც არ უშველა. ამ მხრივ კი მართლაც ვერ არის საქმე კარგად. საქმე ეხება მგზავრთნაკადის სიმცირეს, რასაც აეროპორტის თურქი მმართველებიც უჩივიან და მსხვილი ავიაკომპანიებიც.

 

თბილისის აეროპორტის თურქ ოპერატორს, „ტავ ურბან ჯორჯიას“ დაგეგმილი შემოსავლების მიღება უჭირს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ აეროპორტის გამტარიანობა 2 მილიონ 500 ათასი ადამიანია, თუმცა ამ დროისთვის აეროპორტი მხოლოდ 800 ათას მგზავრს ემსახურება და შესაბამისად, შემოსავლები დაგეგმილისგან ძალიან შორსაა.

 

მათივე თქმით, აეროპორტში 100 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, რაც მთლიანად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სესხი იყო. ამიტომ ამ ეტაპზე მიღებული შემოსავლები მთლიანად ვალის დაფარვას ხმარდება, „ტავ ჯორჯიაში“ ამტკიცებენ, რომ აეროპორტის მოსაკრებელი კავკასიაში ყველაზე დაბალი „ტავს“ აქვს და მისი შემცირება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

 

იგივე აზრს იზიარებდა „ავსტრიის ავიახაზები“, რომელმაც მრავალწლიანი მუყაითი მუშაობის შემდეგ დაასკვნა, რომ საქართველოში ფრენა კომპანიისთვის წამგებიანი ყოფილა. ამიტომაც ავიაკომპანიამ საქართველოს დატოვა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მარშრუტის შეწყვეტის მიზეზი კომერციული მხარეა. „კომერციული შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი ავსტრიის ავიახაზებისთვის“, - აღნიშნული იყო „ავსტრიის ავიახაზების“ განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია საქართველოში მრავალი წელი გაატარა და ინტენსიური სიხშირით დაფრინავდა, მგზავრთნაკადის სასურველ ოდენობამდე გაზრდა მაინც ვერ მოახერხა.