სამტრედიელ „ნაციონალებს“ ხუთჯვრიანი დროშა მოპარეს

სამტრედიელ „ნაციონალებს“ ხუთჯვრიანი დროშა მოპარეს

სამტრედიის საკრებულოსათვის ზვიად ძიძიგურისა და დავით ბერძენიშვილის მიერ 26 მაისს ნაჩუქარი ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც ქალაქის მერიის პირდაპირ იყო აღმართული, სულ რაღაც 5-6 დღეში მოიპარეს.

ხუთჯვრიანი დროშის გამო თავისი უკმაყოფილება სამტრედიის გამგებელმა მერაბ სტურუამ მაშინვე გამოხატა.

მისი თქმით, მართალია, დროშა თვითონ მას მოსწონს, თუმცა, ვერაფრით გაუგია, ეს დროშა სახელმწიფოა თუ საეკლესიო და რატომ უნდა ფრიალებდეს ის მერიის წინ.

მანვე სინანულით აღნიშნა, რომ ქალაქის მერიას მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა, ეს საკითხი სადავო აღარ იქნებოდაო.

ქალაქში მოარული ხმებით, ხუთჯვრიანი დროშა ნაკურთხი იყო და მის მომპარავს ღმერთი ხეირს არ დააყრის. ოპოზიცია თვლის, რომ დროშის ქურდობა ხელისუფლების დაკვეთით მოხდა.