“დიდი ალბათობით, რუსეთი არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ასოცირების ხელმოწერის პროცესში”

“დიდი ალბათობით, რუსეთი არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ასოცირების ხელმოწერის პროცესში”

როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში განაცხადა, აღნიშნული ფაქტი, საგარეო უწყების წარმატების შედეგი იქნება.

“ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ისე, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, რამდენიმე თვის წინ ეს არავის არ სჯეროდა, მაგრამ ეს ალბათ, ასე იქნება და ეს იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან დიდი წარმატება. ნახეთ რა ხდება უკრაინაში, ეს ხომ იყო დაკავშირებული არ პროცესთან, ჩვენ შევძელით ის, რომ მივდივართ, ვახორციელებთ ამ პროექტს. სწორად მიმაჩნია, რომ შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ინფორმაციის ნაკლებობა არის ზოგადად ჩვენშიც, ჩვენი ევროპელი, დასავლელი პარტნიორები ადევნებენ თვალყურს იქ მიმდინარე პროცესებს, ჩვენ მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და აზრთა გაცვლა ხდება. ასე რომ, უნდა დავაკვირდეთ იქ მოვლენები როგორ განვითარდება”, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების პროცესში ჩაერიოს.