სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა დელეგაცია „მარგებელი ჰოლდინგში“

სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა დელეგაცია „მარგებელი ჰოლდინგში“

მარნეული აგროს, მარნეულის სასურსათო ქარხანასა და თელეთის ფერმას სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა დელეგაცია სტუმრობდა. "მარნეული აგროში" მოსავლის აღებაში მონაწილეობა თავადაც მიიღეს,  "მარნეულის სასურსათო ქარხანაში" უშუალოდ გაეცნენ წარმოების პროცესს, დაათვალიერეს „თელეთის ფერმა“.  დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, მასზედ,  რომ მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს  "მარგებელი ჰოლდინგის"  სოფლის მეურნეობის ტურში.

აფრიკელ ფერმერებს საწარმოთა საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ  ესაუბრნენ და მეგზურობა  გაუწიეს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორმა ირინა გაფრინდაშვილმა და  „მარნეული აგროს“ დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა. სტუმრებმა ჰოლდინგში  გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასეს.

ბენი ვან ზილი - „ტრანსვაალის აგრარული კავშირის“ გენერალური მენეჯერი: „ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო იმ გამოწვევების თვალნათლივ დანახვა, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში  „მარგებელი ჰოლდინგს“ გააჩნია.  გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანაში წარმოება  ვითარდება  ადგილობრივი გარემოებებისა და  შესაძლებლობების გათვალისწინებით, აღნიშნული კომპანია ეფექტურად ახერხებს წარმატებული მოდელის ჩვენებას. ტურის განმავლობაში ჩვენ ნათლად დავინახეთ და გავაანალიზეთ ის  პოტენციალი და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხედვა, რომელიც ჰოლდინგს გააჩნია. წარმატებებს ვუსურვებთ მათ საქმიანობაში.“

იოან  დე ბირი - ფერმერი : „ ძალიან საინტერესო იყო ყველა იმ ადგილის, ტერიტორიისა და ტექნოლოგიის  დათვალიერება,  რაც დღევანდელი ტურის ფარგლებში მოვახერხეთ.  ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში და თამამად შეგვიძლია განვაცხადო,  რომ ადგილობრივი კადრები და წარმოება პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და არ საჭიროებენ დამატებით ტრენინგს ან რჩევებს“.