სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს.
კონგრესს უცხოელ სტუმრებთან და საქართველოს მთვარობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ დანელია ესწრება.
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიმართულებით საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან, ევროკავშირთან და გაეროსთან.
საქართველოში კონგრესი პირველად იმართება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს.
კონგრესზე დაგეგმილია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებით საშიში ინფექციების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხდველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მომავალი მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ.