პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდა პრობაციონერებს შორის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მინი-ფეხბურთში.
ტურნირში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თბილისის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებთან ერთად, შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ტურნირზე ცალკე გუნდით გამოვიდნენ არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები.
შეჯიბრება საინტერესოდ წარიმართა. ტურნირში გამარჯვებული ვაკის რაიონის გუნდი დაჯილდოვდა სპორტული თასით, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდების წევრებს მედლები გადაეცათ. წარმატებულ გუნდებს და მოთამაშეებს პრიზები გადასცეს: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ბავშვთა სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების" კოორდინატორმა საქართველოში ბადრი ქარქაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციამ მთლიანად უზრუნველყო არასრულწლოვანთა გუნდის სპორტული ფორმით ეკიპირება და ტურნირის მონაწილეებისთვის სხვადასხვა პრიზი დააწესა. გამარჯვებულებისთვის პრიზები დააწესა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომაც". პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის ორივე ორგანიზაციას პრობაციონერების მიმართ გამოჩენილი თანადგომისთვის.
უახლოეს პერიოდში ანალოგიური ტურნირები ჩატარდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს შორის. გამარჯვებული გუნდები და დღევანდელი ტურნირის ფინალისტები „ოთხთა ტურნირს" გამართავენ, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება პრობაციის სისტემის მასშტაბით.
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა პრობაციონერთა შორის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, მინი-ფეხბურთში ტურნირები პრობაციონერებს შორის სისტემატურად ტარდება. 2013 წელს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩემპიონი მინი-ფეხბურთში ქვემო ქართლელი პრ