შეხვედრა პოეტ ლია სტურუასთან

შეხვედრა პოეტ ლია სტურუასთან

20 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, შედგება შეხვედრა პოეტ ლია სტურუასთან. ლია სტურუას პოეტური კრებული „დავიწყების დღე"  2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებულია წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.

ეს მეხუთე შეხვედრაა ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში",  რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას"  2013 გამარჯვებულებს.   მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია. ყოველი შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, ღია დისკუსიით, ბევრი კითხვითა და საზოგადოებისათვის საინტერესო აქცენტებით  ზოგადად ლიტერატურასა და ლიტერატურულ პროცესებს ჩვენში და უცხოეთში.

მხოლოდ  20 მაისს, "საბას" ელექტრონული წიგნების სახლი გთავაზობთ 50% ფასდაკლებით შეიძინოთ ქალბატონ ლია სტურუას ელექტრონული  წიგნები!