„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს სამების ტაძარში პატრიარქის მიერ გამართულ პარაკლისს დაესწრო.
ნინო ბურჯანაძემ სამების ტაძრის ეზოში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„მისმა უწმინდესობამ გამოაცხადა დღვანდელი დღე ქართული ოჯახის და მშობლებისადმი პატივისცემის დღედ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის იდგა ოჯახზე, ყოველთვის იდგა ოჯახურ სიწმინდეებზე, ყოველთვის იდგა მშობლებისა და შვილების ურთიერთ პატივისცემაზე, მეუღლეების ურთიერთ პატივისცემაზე. ეს არის ის ფასეულობა, რომელიც აძლიერებს ნებისმიერ სახელმწიფოს, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში ოჯახის სიძლიერე და სიწმინდე ითვლება სახელმწიფოს სიძლიერის საწინდრად. ამიტომ მე და ჩემ მეგობრებს ნამდვილად გვინდა,რომ საქართველომ იმოძრაოს რა თქმა უნდა პროგრესის გზით,მაგრამ დაფუძნებულმა იმ ფასეულობებზე, იმ ტრადიციებზე, რომელმაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ოჯახი იყოს ძლიერი, თითოეული ოჯახი ცხოვრობდეს კეთილდღეობაში, მშვიდობაში, ეს იქნება არამხოლოდ ოჯახების არამედ მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერის გარანტი“.