სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა

სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა

დარიალის ხეობაში, დღეს დილით ჩამოსული მეწყერის გამო, ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა.

ავარიის ლიკვიდაციის მიზნით დილიდან ადგილზე მობილიზებულია საართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეწყერის შედეგად წაღებულის გზის დიდი ნაწილი . შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.

ავარიის გამო ინფორმირებულია, როგორც, რუსული ისე სომხური მხარე. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება.
საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება.