2014 წლის 15 მაისს შედგა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის სხდომა, სადაც განიხილეს ბოლო პერიოდში ტელეკომპანიების “რუსთავი-2”-სა და “ობიექტივი”-ს ეთერში და გაზეთ “კვირის ქრონიკა”-ში გამოქვეყნებული კავშირისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ ცილისმწამებლური და აღმაშფოთებელი ბრალდებები. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ კახა ცაბაძემ გამგეობას წარუდგინა ქ. თბილისის შსს ძველი თბილისის სამართველოს V განყოფილების ოფიციალური წერილი მის განცხადებაზე.
“წერილის ავტორი: მაია გეგეშიძე; ქ. თბილისის შსს ძველი თბილისის სამმართველოს V განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.
წერილის შინაარსი:
ბატონო კახა,
ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის V განყოფილებაში განხილული და შესწავლილი იქნა ჩვენს მიერ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის კახა ცაბაძის განცხადება, რომელიც მიუთითებს 2014 წლის 3 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში და 9 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარის გიორგი ბურჯანაძის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე, კომპოზიტორთა კავშირის შენობაში დავით აღმაშენებლის გამზ. ¹123-ში პირველ სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში სტრიპტის-კლუბის არსებობისა და მასში არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტებზე.
განცხადებაში მითითებული ფაქტების ირგვლივ შედგა შესაბამისი გამოკითხვის ოქმები და დადგინდა, რომ ადგილი არ ქონია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას. შესაბამისად აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოძიება არ დაიწყება.
სხვა სადავო საკითხების გადაწყვეტის მიზნით თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.”
გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროულად გასაჯაროვდეს სამართალდამცავთა მიერ წარმოდგენილი წერილის შინაარსი და შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას მიეწოდოს რეალური ინფორმაცია, ხოლო მთელი კავშირის დისკრედიტაციისათვის დადგეს ცილისმწამებელთა სამართლებრივი პახუსისმგებლობის საკითხი.
გამგეობის განცხადებას თან ერთვის პოლიცის წერილის ასლი.