ოფიციალური ვახშამი

ოფიციალური ვახშამი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  სახელით საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ  მეგობრობაზე გაამახვილეს. ოფიციალური ვახშმის მსვლელობისას საფრანგეთში მოღვაწე პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ საფორტეპიანე ნაწარმოებები შეასრულა.

ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საქართველოში მცხოვრები ფრანკოფონები და ფრანგული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ვახშმის დასრულების შემდეგ საფრანგეთის დელეგაციასთან ერთად ფრანსუა ოლანდმა საქართველო დატოვა.