სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა გლდანის ტბაში თევზების დახოცვის ფაქტზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე კვლევა დაიწყეს. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ლაბორატორიული კვლევისთვის არებულია წყლისა და თევზის ნიმუშები. თუ რამ გამოიწვია წყალსაცავში თევზების დახოცვა, რამდენიმე დღეში, ლაბორატორიული დასკვნის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. შედეგის მიხედვით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები, ხოლო საზოგადოებას დამატებით ეცნობება ინფორმაცია.