სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მენტორინგის ინსტიტუტის დანერგვას მიეძღვნება სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში 2014 წლის 6 მაისს გამართული კონფერენცია.
მენტორინგის ინსტიტუტის ამოქმედება მიზნად ისახავს ახლადმიღებული თანამშრომლების სასჯელაღსრულების სისტემასთან სწრაფი და ეფექტური ადაპტაციის ხელშეწყობას.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ ფარგლებში.
კონფერენციას დაესწრებიან სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ეკატერინე ქრისტესაშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი გახარია, სამინისტროს და დაქვემდებარებული უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენელი რიტა ბუსა და ექსპერტი იურგენ ჰერცოგი, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი კატარინა დერკორნი, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თარიღი/დრო:
6 მაისი 2014
13:00
ღონისძიებისჩატარებისადგილი:
სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტი, ბოლრუმი N 2
საკონტაქტო პირი:
ცისიამახათაძე (+995 577) 780 032