ლექსო თამაზაშვილი:

ლექსო თამაზაშვილი: "ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება"

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტის, ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყანაში კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება.

დარგის სპეციალისტებისა და ეკონომისტების უმრავლესობა ერთხმად აცხადებს, რომ ხუდონის მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას განსაზღვრავს და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი, ლექსო თამაზაშვილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას აუცილებლად მიიჩნევს.

ლექსო თამაზაშვილი: "ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელება აუცილებელია. ეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის ჰაერივით საჭიროა. მე მგონია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ნელ-ნელა გვარდება პრობლემები. გაიგეს, რომ ქვეყანას სჭირდება ხუდონჰესის პროექტის განხორციელება. ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა შეჯერდებიან და ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება."