"სოციალ-დემოკრეატების" ლიდერის განცხადებით, "პარტია, რომელიც "არასაპარლამენტო ოპოზიციასთან" გაერთიანდა, სხვა პოლიტიკური სუბიექტია".
"სოციალ-დემოკრატიული პარტია" შეიძლება გაერთიანებულიყო, მაგრამ ჩვენ ვართ "სოციალ-დემოკრატები - საქართველოს გაერთიანებისთვის", დავდეთ მემორანდუმი "ქართულ ოცნებასთან" და აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩვენი წარმომადგენლები კოალიციის საერთო სიებით იყრიან კენჭს" - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
"სოციალ-დემოკრატიული პარტია" დღეს საარჩევნო ბლოკს "არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუერთდა, რომლის შემადგენლობაშიც "ახალი მემარჯვენეები" და "თავისუფალი საქართველო შედის.