რამდენად მნიშვნელოვანი ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრები.
გიგი წერეთელი აცხადებს, რომ პროექტის დეტალებს კარგად არ იცნობს, თუმცა მიაჩნია, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით საკითხის გადაჭრა ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს.
გიგი წერეთელი: " სიმართლე გითხრათ, მე სპეციალისტი არ ვარ და პროექტთან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი. მაგრამ, აქ არის ორი მომენტი, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია: პირველი - ყველამ იცის, რა სიკეთეებიც მოაქვს მსგავს პროექტებს, ესაა დასაქმება და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ხუდონჰესის პროექტი ნამდვილად უწყობს ამას ხელს. მაგრამ, მეორეს მხრივ, დგას იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობენ.
ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მოხდება ამ პროექტის შეჯერება და გათვალისწინება იმისა, რაც ხალხს აწუხებს, ასევე ეკოლოგიური საკითხების. ამავე დროს, ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ფართო მასშტაბიანი პროექტის განხორციელება აუცილებლად უნდა მოხდეს."