სასჯელაღსრულების სისტემის მენტორინგი - ტრენინგი

სასჯელაღსრულების სისტემის მენტორინგი - ტრენინგი

საჭიროებათა კვლევის შედეგად სასჯელაღსრულების სისტემაში გამოიკვეთა მენტორთა ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობა. ახალდანიშნული თანამშრომლების სისტემაში ადაპტირებასთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ე.წ. მენტორის არსებობა, რომელიც სისტემაში მოსვლის პირველ ეტაპზე დაეხმარება მათ (სამეურვეო პირს) მუშაობის სპეციფიკაში გარკვევასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. მენტორინგის ინსტიტუტის დანერგვისა და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სასწავლო ცენტრმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა მენტორინგის კონცეფცია, და დაგეგმა ტრენინგი სასჯელაღსრულების სისტემის მენტორთათვის.

ტრენინგში მონაწილეობას იღებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც მომავალში მენტორებად მოიაზრებიან. ტრენინგის გავლის შემდეგ ისინი თავად გაუწევენ  პრაქტიკულ დახმარებას და კონსულტაციებს სასჯელაღსრულების სისტემის ახლად მიღებულ თანამშრომლებს.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებიან გერმანელი ექსპერტი იურგენ ჰერცოგი, სასწავლო ცენტრის ადგილობრივი ტრენერები, ტრენერები პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, მოწვეული ტრენერები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

დღეს ტრენინგის გახსნას საქართველოში IRZ-ის წარმომადგენელი სულხან გამყრელიძე დაესწრო.