თიბისი ბანკმა 2013 წლის საუკეთესო ბრენდის სტატუსი მოიპოვა

თიბისი ბანკმა 2013 წლის საუკეთესო ბრენდის სტატუსი მოიპოვა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ყოველწლიურ ბიზნესდაჯილდოებაზე „ოქროს ბრენდი 2013” თიბისი ბანკმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: წლის საუკეთესო ბრენდი და წლის საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა. 

„ოქროს ბრენდი“ ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდის განვითარების საქმეში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ბრენდის შეფასება ეფუძნება პროფესიულ კვლევას, რომლის მთავარი ფოკუსი, კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებული კრეატიული გადაწყვეტილებებია. ნომინანტი ბრენდების შერჩევა ხდება მათი ცნობადობისა და პოპულარობის გათვალისწინებით.

წლევანდელ ღონისძიებას 100 -ზე მეტი წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო. გამარჯვებულ კომპანიებს დიპლომები და სპეციალური ჯილდო - „ოქროს ბრენდი“ გადაეცათ.

„ოქროს ბრენდის“ დაჯილდოების ცერემონია საქართბველოში 2006 წლიდან ტარდება. ის ერთ-ერთ ყველაზე ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნესდაჯილდოებად არის აღიარებული. „ოქროს ბრენდი“ კომპანია Global Idea-სა და გაზეთ FINANCIAL-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატების მხარდაჭერით ხორციელდება.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისათვის მიღებული ჯილდო თიბისი ბანკისათვის პირველი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკი მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა „Global Finance” დაასახელა, როგორც საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი დაჯილდოვდა სოციალური პასუხისმგებლობისათვის ამ გეოგრაფიულ არეალში.