უახლოეს პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელება დაიწყება

უახლოეს პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის პროექტების განხორციელება დაიწყება

სამინისტროს ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების პროექტის აღმასრულებელი დირექტორის დავით დოლიძის განცხადებით, ერთი პროექტი სურსათის უვნებლობის სააგენტოშიც განხორციელდება.

“უკვე მიმდინარეობს USAID-ის პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული ოფისების პერსონალის დატრენინგებაზე მუშაობს, რათა მათ გლეხებს წარმოებასა და სხვა საკითხებზე ინფორმაცია უკეთ მიაწოდონ”, – განაცხადა დავით დოლიძემ.

მისივე განმარტებით, სამინისტროში სტატისტიკის და ეკონომიკის მიმართულებით ტრენინგები ტარდება. პროექტი სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის ამოცანებს ითვალისწინებს და ის “ენპარდის” ფარგლებში ხორციელდება.

“ტრენინგების ძირითადი მიმართულებებია განვითარება, საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა საინფორმაციო ბაზები გაუმჯობესდეს, სტატისტიკა, ეკონომიკა, გადაწყვეტილებების მიღება და სხვა. მას “გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია” “ენპარდის” თანხებით ახორციელებს. ჩვენ გვინდა განვითარდეს სამინისტროს შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელდებაში. ამას სჭირდება შესაბამისი ინფორმაცია, დადგეგმვის, აღსრულების შესაძლებლობები, ეკონომიკა სტატისტიკა და სხვა” – განაცხადა დავით დოლიძემ.